რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა - მოძრაობა შეფერხებულია (ფოტოები)
რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა - მოძრაობა შეფერხებულია. ფოტოები tvpirveli.ge-ს თვითმხილველმა მიაწოდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასაჩამოიშალა. ამ დროისთვის ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
"ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი.
საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება.