საქართველოს მთავრობას და საპატრიარქოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ - ზვიად ქორიძე
ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საქართველოს მთავრობას იმაზე, რაც გააკეთა - ამის შესახებ მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ, "ტვ პირველს" განუცხადა.
ქორიძე პასუხისმგებლობას საპატრიარქოსაც აკისრებს და ამბობს, რომ ძალადობრივი აქციის წახალისებაში საპატრიარქო ხელისუფლების პარტნიორი აღმოჩნდა.
პასუხისმგებლობის ზიდვა მოუწევს საქართველოს ეკლესიის მმართველობას, რომელიც ამ შემთხვევაში მთავრობის პარტნიორი აღმოჩნდა ამ ძალადობრივი აქციის წახალისებაში. მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. თუ მედია იქნება სუსტი, ეს საზოგადოებაც იქნება სუსტი"- აცხადებს ქორიძე
მთავრობის კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქციაზე მყოფები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.