რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმონაზვნებმა ტვ პირველის დაშავებული თანამშრომლები მოინახულეს

07.07.21 14:49
რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმონაზვნებმა ტვ პირველის დაშავებული თანამშრომლები მოინახულეს

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმონაზვნებმა ტვ პირველის დაშავებული ოპერატორები კლინიკაში მოინახულეს და დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

კლინიკაში მამა იერონიმე (ქათამაძე) და მღვდელმონაზონი ირინეოსი (შენგელია) იმყოფებოდნენ. 

მამა იერონიმე ამბობს, რომ თუკი სასულიერო პირი დაარტყამს სხვას ხელს, აუცილებლად ინდა განიკვეთოს სამძძღვდელო ხაროსხიდან: 

ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობას ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საპატრიარქო მიიღებს შესაბამის ზომებს. იმედი მაქვს, რომ რჯულის კსნონი და ასევე სამართალი მათ მიმართ იქნება უმკაცრესი. 

გამოიკვლიონ, ვინ იდგა იქ, რას აკეთებდა. თუ კი არსებობს და მგონი, მედიას აქვს კადრები და თუ აღმოაჩენენ იქ ძალადობის კადრებს მათი მხრიდან, იმოქმედონ მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი რჯულის კანონით. 

თუკი სასულიერო პირი დაარტყამს სხვას ხელს, აუცილებლად ინდა განიკვეთოს სამძძღვდელო ხაროსხიდან"- აცხადებს მამა იერონიმე.

მღვდელმონაზვნებმა ჩვენს კოლეგებს ხატები გადასცეს.