შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს - კახი კალაძე პრაიდზე

07.07.21 15:14
შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს - კახი კალაძე პრაიდზე

თბილისის მერი, კახა კალაძე, თბილისი პრაიდის ღონისძიების შესახებ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა სხვისი უფლებები არ იზღუდება.

ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, მიუხედავად სარწმუნოებისა, სექსუალური ორიენტაციისა. არავინ მათ არ ეკიდება. ისინი ცხოვრობენ ჩვენთან, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან წლების განმავლობაში, წარსულშიც და მომავალშიც იარსებებენ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან ორი ფეხით და ხელით, მათ სამსახურიდან ამის გამო არ აგდებენ, სარგებლობენ ყველა სერვისით. გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი, შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს, მაშინ იქნება მიზანშეწონილი - აცხადებს კახი კალაძე.