"ოცნებას არასწორად გაუგია რაღაც" - როთი რუსულ კანონზე

04.04.24 14:49
"ოცნებას არასწორად გაუგია რაღაც" - როთი რუსულ კანონზე

კანონის ხელახლა წარდგენა ჩვენს რწმენას ანადგურებს - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. 

მისი თქმით, " ოცნებას არასწორად გაუგია რაღაც":  

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი რწმენით სავსე ნაბიჯი იყო და არა ჯილდო. „აგენტების აქტის“ ხელახლა წარდგენა ამ რწმენას საბოლოოდ ანადგურებს. ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან"- წერს მაღალჩინოსანი. 

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

 

მსგავსი სიახლეები