ტურისტის დაჭრას პრაიდთან კავშირი არ აქვს - შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრას ძალადობრივ ჯგუფებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ შემთხვევა სრულიად დამოუკიდებლად მოხდა.
ვარანცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც დედამაც გააკეთა განცხადება, რომ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმასთან, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მიეჭრა კონკრეტული პირი სულ სხვა ლოკაციაზე და მოახდინა მისი ჯანმრთელობის დაზიანება", - თქვა დარახველიძემ.
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ხმალაძე.