ევაკუაცია სტალინის მუზეუმიდან - ბოლო ცნობები ადგილიდან
ევაკუაცია სტალინის მუზეუმიდან - საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმი ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ. ორი საათის განმავლობაში გორის ცენტრში გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობდნენ.
სტალინის დაბადების მემორიალური სახლი, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი - ყველა ობიექტი სამართალდამცველების სამიზნე აღმოჩნდა. ზარი 112-ში ანონიმურად შევიდა, რის შემდეგადაც მუზეუმიდან ხალხი გამოუშვეს, შენობა ალყაში მოაქციეს და ბომბის ძებნა დაიწყეს.
საბოლოოდ, სტალინის სახლ-მუზეუმში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.
ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ დადიანების სასახლეშიც. ზუგდიდში, პოლიცია და კინოლოგები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. "პირველების" ინფორმაციით, მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა. უცნობი პირი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ბომბი იყო, რის გამოც, საჭირო გახდა მოქალაქეების და ადგილზე მყოფი პერსონალის ევაკუაცია და სამუშაოების დაწყება, საბოლოოდ შეტყობინებაა ცრუ აღმოჩნდა.