ტვ პირველის მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა

04.04.24 19:12
ტვ პირველის მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა

მთელი საქართველოს მასშტაბით ტვ პირველის მაუწყებლობა აღდგა. დღეიდან ჩვენი არხის გადაცემების ნახვა,  ყველა საკაბელო ქსელის გარდა, ისევ შეგეძლებათ მულტიპლექსთაც (ღია კავშირის ანტენით)  ახლა მაუწყებლობა მთელს საქართველოში შეფერხების გარეშე მიდის. 

თუ თქვენ ვერ ახერხებთ ტვ პირველის გადაცემების ნახვას, გადატვირთეთ თქვენი მიმღები მოწყობილობა. 

ტვ პირველის გადაცემის მიღება ასევე შესაძლებელია, სატელიტის მეშვეობით,  აზერსატის თანამგზავრზე.

მსგავსი სიახლეები