გეგონათ, ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა - ლანა ღოღობერიძე მოძალადეებს

07.07.21 15:59
გეგონათ, ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა - ლანა ღოღობერიძე მოძალადეებს

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე პუტინისტური ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე! ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება"- წერს კინორეჟისორი.