საბერძნეთში კრიმინალური ბანდის ქართველი ბოსები დააკავეს

05.04.24 10:13
საბერძნეთში კრიმინალური ბანდის ქართველი ბოსები დააკავეს

საბერძნეთში კრიმინალური ბანდის ქართველი ბოსები დააკავეს. ხუთ ეჭვმიტანილს ბერძნული გამოძიება სახლების მასშტაბურ ძარცვას ედავება. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა სხვადასხვა დროს ჯამში 700 ათასამდე ევროს ღირებულებისს სხვისი ნივთები მიისაკუთრეს. ნივთმტკიცების სახიით ამოღებულია ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ავტომობილებიც. ხუთი ეჭვმიტანილიდან, ოთხი მამაკაცია, ერთი კი ქალი. 

ბერნძნული გამოძიების ცნობით, ქართველი კრიმინალები სამიზნეებს წინასწარ უთვალთვალებდნენ, სწავლობდნენ მათი გადაადგილების გრაფიკს და სახლებში დამონტაჟებულ კამერების ადგილმდებარეობას. ჯამში მათ სახელს 16 დანაშაული უკავშირდება. თითოეულ მათგან მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები