ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო გაყიდვა - დაკავებულია 10 პირი

05.04.24 10:18
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო გაყიდვა - დაკავებულია 10 პირი

ფსიქოტროპული მედიკამენტების კანონდარღვევით გაყიდვის გამო ათამდე ადამიანია დაკავებული. ხელბორკილები აჭარაში მოქმედი ერთ-ერთი აფთიაქის მფლობელებს დაადეს. ირკვევაა, რომ მძიმე დანიშნულების პრეპარატებს ეჭვმიტანილები უკონტროლოდ, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ყიდდნენ. თაღლითური სქემა ისე ჰქონდათ აწყობილი, რომ მათ კვალზე პოლიცია ვერ გასულიყო.

ოფიციალურად სიცოცხლისთვის საშიშ ბიზნესს ერთნი მართავდნენ, დოკუმენტებით კი სხვები.  მედიკამენტების უკანონო გაყიდვით ბრალდებულებმა ჯამში მილიონი ლარის შემოსავალი დააგროვეს.

დაკავებულები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან, მათ 12 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები