"ოცნებას" უკვე შეკრებებიც კი აშინებს, გუშინ სპეცრაზმელები მოაბილიზეს და უამრავი პოლიციელი გამოიყვანეს - აქტივისტები

05.04.24 12:10
"ოცნებას" უკვე შეკრებებიც კი აშინებს, გუშინ სპეცრაზმელები მოაბილიზეს და უამრავი პოლიციელი გამოიყვანეს - აქტივისტები

"ქართული ოცნება" შეშინებულია - ასეთი განცდა დარჩათ სამოქალაქო აქტივიტებს, როდესაც ნახეს, როგორ გადაავსო ხელისუფლებამ სპეცრაზლემებით პარლამენტის ეზო, ერთი რიგითი შეკრების დროს. 

შეკრება რომელიც წუხელ პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია არ ყოფილა, ამ შეხვედრაზე ახალგაზრდები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები აორგანიზებდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს, რამაც როგორც ჩანს, მმართველი პარტია წინსწრებით შეაშინა. 

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას უკან მხოლოდ საზოგადოების მძაფრი რეაქცია დაახევინებს.

ყველა ადამიანს, ვისაც სურდა მონაწილეობა მიეღო ამ პროცესებში და დაეგეგმა ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად სამომავლო გეგმები, შეეძლო მოსულიყო და მიეღო მონაწილეობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამისიც კი ეშინია ხელისუფლებას და ვნახეთ, რომ მთელს მობილიზებას ახდენს. მარტო სპეცრაზმელები ხომ არ იყვნენ, სხვადასხვა პარკებში იმდენი პოლიციელი იყო მობილიზებული, ძალიან გაკვირვებულები ვიყავით. იმდენად შეშინებულები არიან და იმდენად ეჭიდებაინ ხავსს, რომ მათთვის ნებისმიერი მცირე აქტივობაც კი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მათი ძალაუფლების საკითხი", - აცხადებს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

"არა რუსულ კანონს!" - პარლამენტთან გუშინ საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა იმისთვის, რომ  გაიწეროს  გეგმა როდის  და რა ფორმით დაიწყება აქციები  "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ კი პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარედ სპეცრაზმელებით სავსე 10-მდე ავტობუსი შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები