ზუგდიდში ქალი მოკლეს - მძიმე მდგომარეობაშია მოკლულის ქმარი

05.04.24 15:23
ზუგდიდში ქალი მოკლეს - მძიმე მდგომარეობაშია მოკლულის ქმარი

პოლიციაა ამ წუთებში მობილიზებული ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ მკლველობა მოხდა.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულია ახალგაზრდა ქალი.

ასევე, მომხდარის შედეგად, მძიმედ არის დაშავებული მოკლულის ოჯახის წევრი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რა მოხდა დევნილთა დასახლებაში ამ ეტაპზე უცნობია. 

ადგილობრივების ნაწილი პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ ცოლ-ქმარი ყაჩაღობის მსხვერპლია, თუმცა ეს არ არის დადატურებული ინფორმაცია. tvpirveli.ge დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს. 

მსგავსი სიახლეები