შეთანხმება ვერ შედგა - ადიგენი ისევ დაპირისპირების ზღვარზეა

05.04.24 20:05
შეთანხმება ვერ შედგა - ადიგენი ისევ დაპირისპირების ზღვარზეა

 

 

შეთანხმება ვერ შედგა. ადიგენი ისევ დიდი დაპირისპირების ზღვარზეა. მთელი დღე მუსლიმებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის პოლიციელების ჯარი იდგა. ვითარება, პრაქტიკულად, უკონტროლო იყო. პარასკევის ლოცვა ამჯერადაც ჩაიშალა, რადგან სალოცავად გასულ მორმწუნეებს დღეს ისევ სოფლის მოსახლოების ნაწილი დაუპირისპირდა, აგრესიულად განწყობილ მოლაქეებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

კონფლიქტმა დაბა ადიგენში ახალი ძალებით მას შემდეგ იფეთქა, რაც გაირკვა, რომ ხელისუფლებამ დაპირისპირებული მხარეები მოატყუა, სამი კვირის წინ დადებული პირობა არ შეასრულა და მუსლიმებს სალოცავისთვის ალტერნატიული ფართი არ გადასცა.  

ვითარების განმუხტვა საკუთარ თავზე ისევ ადიგენის მერმა აიღო, თუმცა ადგილზე მისულ მაღალჩინოსანს ხალხისთვის კონკრეტული არაფერი უთქვამს.  პრობლემის მოგვარებისთვის მან დამატებითი დრო ითხოვა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები