ხმაური ზაჰესის იზოლატორთან - ერთმანეთს რადიკალები და მოძრაობა "საქართველოსთვის" დაუპირისპირდნენ

07.07.21 17:20
ხმაური ზაჰესის იზოლატორთან - ერთმანეთს რადიკალები და მოძრაობა "საქართველოსთვის" დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან - ერთმანეთს დაკავებული ძალადობრივი დაჯგუფების ახლობლები  და მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები დაუპირისპირდნენ. შეკრებილებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. 

სიტუაცია ადგილზე მაშინ გამწვავდა, როდესაც პუტინისტური დაჯგუფების ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეფონით მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრების გადაღება დაიწყო. მოძრაობის წევრი, გიორგი მუმლაძე დაინტერესდა, თუ რატომ აწარმოებდა ის ვიდეოგადაღებას, რასაც მეორე მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. 
ინციდენტი  დაცვის თანამშრომლების  თვალწინ ხდებობდა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე შსს-ს თანამშრომლები არ გამოჩენილან. 

მოძრაობა „საქართელოსთვის“  წევრები დილიდან წინასწარი მოთავსების იზოლატორთან ვახა მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ. 
 

მსგავსი სიახლეები