სასამართლომ კლანის 4 წევრის ქონების შემოწმების პროცესი დაბლოკა - რას მალავენ მოსამართლეები?

05.04.24 20:23
სასამართლომ კლანის 4 წევრის ქონების შემოწმების პროცესი დაბლოკა - რას მალავენ მოსამართლეები?

 

 

კლანის დამალული ქონება - თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი დაბლოკა. მთელი სისტემა ახლა არაფორმალური ჯგუფის მაშველ რგოლად იქცა, რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, როგორ დააგროვეს მოსამართლეებმა ძალიან დიდი უძრავ-მოძრავი ქონება. ოთხი მოსამართლე ანტიკორუფციული ბიუროს სიაში ირიცხებოდნენ, რომელთა ქონების შემოწმებას რაჟდენ კუპრაშვილის უწყება გეგმავდა.

რატომ არ უნდათ დეკლარაციის შემოწმება თუ დასამალი არაფერი აქვთ? მოსამართლეებმა ახალი კამპანია წამოიწყეს. ჯერ დეკლარაციების შემოწმებაზე კატეგრიულუი უარი თქვეს, შემდეგ კი თავი დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად გამოაცხადეს. ფაქტია, რომ კლანი დაგროვებულ ქონებას ყველაფრის ფასად იცავს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, სისტემაში კორუფციული დანაშაულებების არსებობის შესახებ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები