როგორ გამოიყენა რუსმა აგენტმა აკუსტიკური იარაღი თბილისში? - ინტერვიუ სკანდალური გამოძიების ავტორთან

05.04.24 20:32
როგორ გამოიყენა რუსმა აგენტმა აკუსტიკური იარაღი თბილისში? - ინტერვიუ სკანდალური გამოძიების ავტორთან

 

 

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების ავტორი "პირველების" კითხვებს პასუხობს. რას აკეთებდნენ საქართველოში "გე ერ უ"-ს მკვლელობის დეპარტამენტის წარმომადგენლები? - გამოცემა "ინსაიდერის" რედაქტორის ამ კითხვის ადრესატი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურია. მაიკ ვაისი, რომელიც ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმებს ერთი წელი იძიებდა, დეტალურად აღწერს, როგორ გავიდა მისი გუნდი რუსულ კვალზე. საგანგებო დავალებით თბილისში მკვლელების ჯგუფის ხელმძღვანელმა საკუთარი შვილი გამოგზავნა. 

ალბერტ ავერიანოვი - სწორედ ეს პიროვნება ამოიცნო შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის მეუღლემ ფოტოზე. მასთან ერთად მკლელობის დანაყოფის წევრები გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაშიფრეს. გამოძიებას სამი ცნობილი გამოცემა ერთდროულად აწარმოებდა, თუმცა დიპლომატზებზე თავდასხმის ფაქტების გასაჯაროების შემდეგაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები