ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - პროცესი უვადოდ გადაიდო

05.04.24 21:34
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - პროცესი უვადოდ  გადაიდო

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს არ შედგება - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა დაუდასტურა.

პროცესი 8 აპრილს, 10:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველებს აცნობეს, რომ სხდომა გადაიდება. "არ უთქვამთ თარიღი, როდის იქნება გადადებული პროცესი." - უთხრა "პირველებს" ლევან მახარაშვილმა.

"პირველების" ინფორმაციით, საქმე განსახილველად მოსამართლე გიორგი გელაშვილს დაეწერა. ის 2021 წლის ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

რას ედავაბა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაშიაშვილს?

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12-წლამდე ვადით ემუქრება.

ბრალდების მტკიცებით, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

მსგავსი სიახლეები