ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ქალის ძმა და ბიძაშვილი

06.04.24 11:30
ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ქალის ძმა და ბიძაშვილი

ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - სამტრედიაში მომხდარ დანაშაულში, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, ბრალდებული ქალის ორი ძმა და ძმისშვილი ფიგურირებენ. ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს. 

პატიმრობაში რჩება ქალიც, რომელსაც  გაზრახ მკვლელობის ნაცვლად ახლა გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან, არსებობს ვარაუდი, რომ ქალი ციხეს მალე დატოვებს.

პროკურატურამ შეცვალა ბრალი. გუშინ ბრალდება შეუცვალეს და ახლა ცრუ ინფორმაციას ედავებიან. ახლა ვასაჩივრებთ და ვითხოვთ გამოშვებას. პირველად როდესაც გამოიკითხა, თქვა, რომ მე მოვკალიო და ამის საფუძველზე დააკავეს. თუმცა მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ მისი მოკლული არ იყო. აღნიშნულ მკვლელობაზე მისი ძმა და ძმისშვილი არიან დაკავებული", - ამბობს ადვოკატი.

საქმე შვილის გამო დაწყებულ კონფლიქტს ეხება. სასამართლო პროცესი გუშინწინ ქუთაისში გაიმართა. მოსამართლემ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე მომდევნო სხდომა 30 მაისს დაინიშნა.

36 წლის კაცი სამტრედიაში 30 მარტს მოკლეს.

მსგავსი სიახლეები