"ოცნების" პროპაგანდა "Facebook"-ზე - რამდენი დაუჯდა მმართველ პარტიას რუსული კანონის პოპულარიზაცია?

06.04.24 12:24
"ოცნების" პროპაგანდა "Facebook"-ზე - რამდენი დაუჯდა მმართველ პარტიას რუსული კანონის პოპულარიზაცია?

რამდენი დაუჯდა "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის პოპულარიზაციისთვის "ფეისბუქზე" წარმართული კამპანია - ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელი "პირველებთან" იმ კონკრეტულ თანხებზე საუბრობს, რისი გადახდაც ოლიგარქის გუნდს მოუწია.

მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ვებგვერდმა პოსტი 800 დოლარით დაასპონსორა. მეტიც, წიწიკაშვილის თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ Facebook გვერდზე სასურველი მასალის განთავსებისთვის ჯამურად 2 500 ამერიკული დოლარი დახარჯა.

საერთო ჯამში, ეს იყო 230 პროფილი. ეს ადამიანები ძირითადად მუშაობენ მერიებში, საკრებულოებში, არიან მერის, სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები. აიპებში დასაქმებული ადამიანები არიან და დაახლოებით 1 საათში ყველა აზიარებდა ამ ფოტოს. ამ კამპანიისთვის "ქართულმა ოცნებამ" გაკრვეული თანხებიც დახარჯა. მაგალითად, მამუკა მდინარაძის ვებგვერდმა 800 დოლარით დაასპონსორა პოსტი. "ქართული ოცნების" ვებგვერდიდან დასპონსორდა 1 200 დოლარით. ცოტა კობახიძემაც გაიღო და საერთო ჯამში, 2 500 დოლარით დაასპონსორეს ეს ფოტო და ასევე ბრიფინგი", - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" გავრცელებული ინფორმაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" მფლობელმა კომპანია "მეტამ" ყალბ ინფორმაციად მონიშნა - "ქართული ოცნების" ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია.

კამპანია, რომ თითქოს, რუსული კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, "ქართულმა ოცნებამ" სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო.

ამ შინაარსის საინფორმაციო ბარათის გაზიარებას დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის გვერდიდან სთხოვდნენ საჯარო მოხელეებსაც, თუმცა ახლა ასობით გვერდზე გაზიარებული ეს ყალბი ინფორმაცია რუსული კანონის შესახებ დაჰაიდებულია.

მსგავსი სიახლეები