4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ნიუ-იორკში - სად იყო ეპიცენტრი?

06.04.24 12:18
4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ნიუ-იორკში - სად იყო ეპიცენტრი?

ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუჯერსიში იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მთელ შტატში. მიწისძვრის გამო რამდენიმე საათით შეფერხდა აეროპორტების მუშაობა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჩვენს ქალაქში მიწისძვრა მოხდა. 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის. ეპიცენტრი ნიუჯერსი იყო. ნიუ-იორკიდან 15 მილის მოშორებით. ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია შენობების ნგრევასა და დაშავებული ადამიანების შესახებ", - ამბობს მაიორი.

მსგავსი სიახლეები