სამეგრელოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა

06.04.24 14:13
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამურად 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე დაილუქა.

დეპარტამენტის ცნობით, მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები შესაბამის უწყებაში არის გადაგზავნილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს და ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს," - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

მსგავსი სიახლეები