არც წყალი, არც გზა, არც ბუნებრივი აირი - რა რეალობაში უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში

06.04.24 15:34
არც წყალი, არც გზა, არც ბუნებრივი აირი - რა რეალობაში უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში

არც წყალი, არც გზა, არც ბუნებრივი აირი - ასეთ რეალობაში უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კვარხეთში. ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ხალხმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ირკვევა, ერთი წლის წინ სოფლის ბუნებრივი აირის მილებით დაქსელვის მიუხედავად, არც ერთ სახლში გაზქურა ამ დრომდე არ ანთებულა, გზები მოსაწესრიგიებელია, პრობლემურია სასმელი წყლის არსებობაც. ისედაც მძიმე ყოფაში მცხოვრებ ადამიანებს ყოველდღიური პრობლემების გამო, ცხოვრება კიდევ უფრო ურთულდებათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობისთვის მიმართვიანობის მიუხედვად ადგილზე ადგილობრივი გამგეობიდან არავინ მისულა და არავინ დაინტერესებულა მთი ბედით.

კაცები არ გამოდიან, არ ვიცი ეშინიათ თუ რა არის, არ ვიცი. არაფერი არ არის, გაზი გამოყვანილია და ერთი წელი არ გვაქვს, სახლებში არ არის შემოსული. წყალს კიდევ მემგონი წიქარას დევი აზის ზედ. ხან კვირაში ერთხელ გამოდის ნახევარი საათით და ხან ერთის აათით, ხან ეგეც არ მოდის. არც მარრშუტკა დადის აქ და არც ავტობუსი", - ამბობენ ადგილობრივები.

 

 

მსგავსი სიახლეები