სიცოცხლისთვის სახიფათო გზა - ოზურგეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შიდასასოფლო გზა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა - მოსახლეობა ოზურგეთიდან დახმარებას ითხოვს. უკვე ერთი წელია ხალხი ელოდება, რომ სტიქიის შედეგად დანგრეულ გზას, ადგილობრივი ხელისუფლება შეაკეთებს.
სოფლების ნაწილში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი სოფელი მთისპირია, სადაც სიცოცხლისთვის საშიში გზის შესახვევთან გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებიც კი არ არის დამონტაჟებული.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "პირველებთან" კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, ადგილობრივმა მერიამ რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, უწყება მოსახლეობის ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობას იწყობს.
უმძიმეს მდგომარეობაში არის სოფლის შიდა გზა. პრაქტიკულად, აქ გადაადგილება შეუძლებელია. ეს პრობლემა თვეების განმავლობაში გრძელდება და ადამიანიც კი არ გამოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლებიდან, რომელიც ამ თემით დაინტერესდება. სამაგიეროდ, ოზურგეთის მერი ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებით იყოს დაინტერესებული და ამისთვის იღებს ის ბიუჯეტიდან ხელფასს, დაინტერესებულია იმით, თუ როგორ იმგზავროს უფრო კომფორტულად, როგორ შეიძინოს ახალი ავტომობილები და ამაში ასობით ათასი ლარი დახარჯოს", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.