აშანტაჟებს თუ არა სასამართლოს კლანი "ოცნების" ხელისუფლებას? - რა ეჭვები აქვთ მესამე სექტორში
აშანტაჟებს თუ არა სასამართლოს კლანი "ოცნების" ხელისუფლებას? - "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვლი არ გამორიცხავს, რომ კომპრომატები, რომლების არსებობასაც ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე საუბრობს, მართლაც არსებობდეს.
აქვთ გარკვეული მოლაპარაკება, გარიგება, რომ ისინი ხელს არ უშლიან ერთმანეთს. კომპრომატი შესაძლოა ჰქონდეს, შესაძლოა არ ჰქონდეს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი სადღაც რაღაც თემებზე ლაპარაკობენ ხოლმე და ამაზე კომპრომატებს თუ აგროვებს რომელიმე მხარე ერთმანეთზე, ეს გამორიცხული არაა. არსებობს უამრავი ეჭვები კორუფციასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ორი ერთნაირი ხელფასის მქონე მოსამართლიდან ერთი მდიდრდება, სწორედ ამიტომ დეკლარაციების შემოწმება არის მინიმუმი", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვარაუდობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააჩნია. სწორედ ასე ხსნის ბესარიონ ალავიძე სასამართლოს ხელით, მოსამართლეთა მოთხოვნის შესრულებას, დეკლარაციების შემოწმების დაბლოკვას და "ოცნების" ხელისუფლებისს თანხმობას. ალავიძე ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ სასამართლო კლანმა ხელისუფლებისგან ხელშეუხებლობის გარანტიები გამოივაჭრა.