გაგუდული რკინიგზელის ოჯახი სამართლის ძიებაში

06.04.24 22:28
გაგუდული რკინიგზელის ოჯახი სამართლის ძიებაში

ტექნიკურად გაუმართავ ვაგონში ხანძრის დროს გაგუდული რკინიგზელის ოჯახი დახმარებას ითხოვს - ზურაბ რობაქიძის ქვრივი, სასამართლოს მეშვეობით ითხოვს, რომ მარჩენალდაკარგულ ობლებს რკინიგზამ ღირსეული კომპენსაცია გადაუხადოს. 

სახელმწიფო კომპანიის, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი, ზურაბ რობაქიძე, თბილისი-ფოთის რეისზე, 2020 წლის 20 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ოჯახის მტკიცებით, ამ დროს ტექნიკურად გაუმართავი, ვაგონის გამათბობელი, აალდა და ელექტრომექანიკოსი ვაგონში გაიგუდა.

38 წლის მექანიკოსს ორი შვილი დარჩა, როდესაც ოჯახმა ღირსეული კომპენსაცია მოითხოვა, რომელიც მარჩენალდაკარგულ ოჯახს მოხმარდებოდა, ოჯახი ამტკიცეს, რომ რკინიგზიდან ჭირისუფალს დაემუქრნენ, რომ ფულს იქით გადაახდევინებდნენ.

ორი ინსტანციის სამარულოში საქართველოს რკინიგზამ ვერ დაადასტურა, რომ დიზელის გამათბობელი, რომელიც საბედისწერო დღეს აალდა ექსპლუატაციისთვის უსაფრთხო იყო.

ჩნდება კითხვა, სად იყო ცეცხლმაქრები, რომლითაც მექანიკოსი ხანძრის ჩაქრობას შეძლებდა. ადვოკატს ეჭვი აქვს, საქართველოს რკინიგზის სასარგებლოდ გამოძიებამ სავარაუდო მტკიცებულებები გააყალბა.

ვაგონი, სადაც ძლიერ დაკვამლიანებას 38 წლის მექანიკოსი ემსხვერპლა, უბედური შემთხვევის შემდეგ არ დალუქეს, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ამ დროს ჩაალაგეს ცეცხლმაქრები უკვე დამწვარ ვაგონში.

გარდაცვლილი რკინიგზელის მეუღლე ჰყვება, რომ ახლა სახელმწიფო კომპანია ცდილობს ყველაფერი მკვდარ მექანიკოსს დააბრალოს.

მსგავსი სიახლეები