ადამიანებით ვაჭრობის გამო მამა-შვილი დააკავეს
ადამიანებით ვაჭრობის გამო მამა-შვილი დააკავეს. საუბარია სომხეთის სამი მოქალაქის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში სამივე მოტყუებით ჩამოიყვანეს და დოკუმენტები ჩამოართვეს. დაზარალებულები ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფელში, საქონლის ფერმაში მიიყვანეს და მუშაობა აიძულეს.
ბრალდებულები დაზარალაბულებს 5 წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ.
დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.