სიგარეტის ქურდობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

07.04.24 10:09
სიგარეტის ქურდობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცებს სიგარეტის ქურდობას ედავებიან. ხელბორკილები 25 და 29 წლის ეჭვმიტანილებს დაადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანელმა სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირები ქურდობის ადგილზე აიყვანეს და ნაქურდალი ნივთებიც ამოიღეს. გარდა ამისა, მედია წერს, რომ ერთ-ერთი დაკავებული ავტომობილს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. 

ქართველ მამაკაცებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები