ხანძარი სოხუმში - დაშავდა 4 ადამიანი, აქედან 2 მცირეწლოვანია

07.04.24 10:16
ხანძარი სოხუმში - დაშავდა 4 ადამიანი, აქედან 2 მცირეწლოვანია

სოხუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ოთხიდან ორი დაშავებული მცირეწლოვანი, ორი და სამი წლის ბავშვები არიან. მოზარდებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული. სტაბილურად მძიმედ ფასდება ორსული ქალისა და მოზარდების დედის მდგომარეობაც. დაშავებულთა ნაწილს სოჭის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი არძინბას ქუჩაზე მდებარეე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად დამწავარია საცხოვრებელი სახლის ოთახები და სახურავი.

 ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები