ახალქალაქში მუშა მიწის მასაში მოყვა და დაიღუპა
მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ახალქალაქში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი მიწაში იმ დროს ჩაიმარხა, როცა მუშები მიწის მასას ჭრიდნენ.
მშენებლობაზე იყო, მიწის ქვეშ მოჰყვა, - ამბობენ ადგილობრივები.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული ადგილზე, სადაც საფეხბურთო მოედანი უნდა მოეწყოს. ამ დროისათვის ახალქალაქში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.