ჩოხატაური-ზომლეთის მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 11 მლნ-ზე მეტი დაჯდა, იშლება

07.04.24 12:36
ჩოხატაური-ზომლეთის მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 11 მლნ-ზე მეტი დაჯდა, იშლება

გზა, რომლის მშენებლობაც 11 მილიონზე მეტი დაჯდა, იშლება. ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილება უკვე სიცოცხლისთვის საშიშია. სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, რამდენიმე თვის წინ გახსნილ ასფალტიან გზაზე ნახეთქები გაჩნდა, გზის ნაწილი კი დეფორმირებულია. 

ირკვევა, რომ გზს სარეაბილიტაციო სამუშაოები მთავრობამ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას ანდო, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გზა უხარისხოდ არის დაგებული.

ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, წყლის სისტემა იყოს, რომელიც, სავარაუდოდ, არ მოაწესრიგეს და ზემოდან ასფალტი გადააგეს. 

ადგილობრივი ოპოზიცია კი სავარაუო კორუფციაზე საუბრობს. 

ეს არის კლასიკური მაგალითი კორუფციის, როგორ ფლანგავენ და ჯიბეში იდებენ ხალხის ფულს ივანიშილის ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად, ღრაიბაშვილთან დაახლოებული კომპანიაა ეს ჩინური კომპანია, რომელსაც მილიონები აქვს უკვე წაღებული და 4 თვის ჩაბარებული გზა არის განადგურებული და გადაადგილებაც კი არის უკვე საფრთხის შემცველი, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

სხვა რამეს ამტკიცებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც ირწმუნება, რომ  ასფალტის აყრის მიზეზი მეწყრული პროცესებია. 

მსგავსი სიახლეები