აფეთქება თბილისში, სასროლეთის ტერიტორიაზე - სავარაუდოდ, არის მსხვერპლი
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები.
მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება დენთმა გამოიწვია, მეოერე ვერსიით კი ამის მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.
როგორც tvpirveli.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
სხვა დეტალებს ამ წუთებში "პირველების" გადამღები ჯგუფები ასგილზე არკვევენ.