ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა - შსს
"ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 დაშავდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები იმყოფებიან, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.