10 მლნ-ის ზარალი შეწყვეტილი ტენდერის გამო - ბაღების მართვის სააგენტომ გადაუდებელი შესყიდვა გამოაცხადა
8 აპრილიდან 8 ივნისის ჩათვლით მხოლოდ ერთი სანაპიროს ბაღების საკვებით მომარაგება სახელმწიფოს ათი მილიონი დაუჯდება. ეს რეალობა შეწყვეტილი ტენდერის გამო დადგა. ბაღების მართვის სააგენტომ გადაუდებელი შესყიდვა გამოაცხადა. კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, მოზარდების საკვებით უზრუნველყოფა იმ კომპანიას ჩააბარეს, რომელმაც დავების საბჭოში იჩივლა, რადგან მის კონკურენტს არ შეეძლო თბილისში 60 ათასი აღსაზრდელიიისთვის საკვები პროდუქტები, მათ შორის, ქათმის ხორცი ეყიდა.
ბაღები კვება გადავიდა ე.წ. გადაუდებელ რეჟიმზე. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შეიცვალა და რომელიც იყო უკანონო, ამ გადაწყვეტილების მიმღებმა ადამიანებმა აგონ პასუხი. ასეთი სწრაფი შესყიდვა, გადაუდებელი აუცილებლობით და ფორსმაჟორში გაკეთებული შესყიდვები ყოველთვის ბადებს ეჭვს კორუფციაზე და ასაევე არის პრობლემები, რომ შეიძლება გაძირდეს პროდუქტი, რომელიც უნდა შეისყიდონ, - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.