ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

07.04.24 14:19
ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს. რამზან კადიროვის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკაში აღარ შეიძლება იმ მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, რომლის ტემპი ნაკლებია ან აღემატება 116 დარტყმას წუთში. ამის მიუხედავად, კადიროვის ეს უცნაური ახირება არ ვრცელდება რუსეთის ჰიმნზე, რომელიც ლიმიტს ქვემოთაა და წუთში 76 დარტმა აქვს.

ჩეჩნეთში დაწესებული ახალი აკრძალვის შესახებ ინფორმცია დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა "მედუზამ" გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები