აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე - ერთ-ერი დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

07.04.24 15:19
აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე - ერთ-ერი დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების თქმით, განსაკუთრებით მძიმეა შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 59 წლის კაცს დამწვრობები გულმკერდის და კიდურების გარდა, სასუნთქ გზებზეც აღენიშნება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის ტრავმები. ერთი მათგანი, 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული მოთრეანიმაციის განყოფილებაში. დამწვარია ქვს თავის, მკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია. 30 და 39 წლის მამაკაცები ქირურგიულ განყოფილებაში არიან მოტავსებულები, შესაბამისად, 12 და 9%-ით დაზიანებული, ამწვარი აქვთ სახე და ზემო კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, - ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე.

მსგავსი სიახლეები