ონკოპაციენტები ხვალიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 საათიან პროტესტს აანონსებენ
ხელისუფლების გულგრილობის გამო ონკოპაციენტები იძულებული არიან, ისევ ქუჩაში გავინენ. ხვალიდან მთავრობის ადმისნიტრაციასთან 24 საათიანი პროტესტი იწყება. მძიმე სენით დაავადებულები ითხოვენ სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტზე როგორც ფიზიკურ, ისე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. გასაუქმებელიაა 25 ათას ლარიანი ლიმიტიც, რომელიც არც კვლევებს ყოფნის, არც გადასხმებს და არც მედიკამენტებს ჰყოფნის.
ისევ და ისევ სიტყვებით თამაშია ეს, მოტყუებაა, უბრალოდ, ადამიანების. ჩვენ ვერ გავიგეთ კონკრეტული პასუხები, როდიდან იქნება. მედიკამენტები, რომლებიც არ ფინანსდებოდა აქამდე დაფინანსდება თუ არა, პერსონალიზირებული მედიცინა ექნებათ თუ არა ონკოპაციენტებს. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ ონკოპაციენტი გამოდიოდეს და აპროტესტებდეს და ითხოვდეს იმას, რომ "დამიფინანსეთ, მკურნალობა მინდა, სიცოცხლე მინდა", - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოპაციენტებისთვის სიცოცხლეზე დაწესებული 25 ათას ლარიანი ლიმიტი მედიკამენტების ნაწილში გაუქმდა, თუმცა ეს ლიმიტი პაციენტებს სხივური თერაპიისთვის და კვლევისთვსი დარჩათ. მძიმე პაციენტები ამბობენ, რომ ეს მათი სიცოცხლის გადასარჩენად არასაკმარისია.