გახარიას თანაგუნდელის ნათესავს სასამართლომ გირაო შეუფარდა

07.07.21 20:05
 გახარიას თანაგუნდელის ნათესავს სასამართლომ გირაო შეუფარდა

გორში თაზო რიკრიკაძის სასამართლო სხდომა დასრულდა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილისა და გიორგი გახარიას თანამებრძოლის, კახა საბანაძის, ნათესავს გირაო შეუფარდეს. გამოძიება თაზო რიკრიკაძეს პოლიციაზე თავდასხმას ედავებოდა.

შემთხვევა გორის ერთ-ერთ რესტორანში 3 წლის წინ მოხდა. პროკურატურის მტკიცებით, თაზო რიკრიკაძე 4 პირთან ერთად თავს დაესხა პოლიციიის თანამშრომელს და მას ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიაყენა. რიკრიკაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გახარიას ახლო მეგობარმა, კახა საბანაძემ, თანამდებობა დატოვა და ექსპრემიერის გუნდს შეუერთდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაო შეეფარდა თაზო რიკრიკაძესთან ერთად დაკავებულ ოთხივე პირსაც.