ოპოზიციის გაუკუღმართებული აზროვნებით სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს - მაჭარაშილი
ოპოზიციის გაუკუღმართებული აზროვნებით სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. "ოცნების" სატელიტი პარტიის წევრი ისევ რუსულ კანონს იცავს და ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას და ენჯეოებს ისეთი საქართველო სურთ, სადაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური შავი ფული იტრიალებს.
რადიკალური ოპოზიცია და ენჯეო სექტორი სთავაზობს საზოგადოებას წინასაარჩევნოდ ისეთ საქართველოს, სადაც უცხოური შავი ფული იქნება ქართულ პოლიტიკაში, სადაც მოსამართლეებს დანიშნავენ უცხოელები. მათი გაუკუღმართებული აზროვნებით სუვერენიტეტი ნიშნავს მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებას. რასაც იტყვიან ჩვენი პატრონები უცხოეთში, თუნდაც ევროკავშირში, ის ჩვენ უნდა გავიმეოროთ, - ამბობს მაჭარაშვილი.