რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის თუ რუსული კანონი დამტკიცდება?

07.04.24 17:58
რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის თუ რუსული კანონი დამტკიცდება?

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რიგით მოქალაქეებზე არ აისახება, თუმცა ეს ასე არ არის. მედიკოსები, მეხანძრეები, სტუდენტები, ბავშვები, შშმ პირები, კანონი თითოეული მათგანის ცხოვრებაზე იმოქმედებს. სიღრმისეულად გაანალიზების შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ კანონპროექტში ბევრი ნაღმია ჩადებული.

ამასვე ამბობენ არასამთავრობო ორგანზიაციებში დასაქმებულებიც, რომლებიც განმარტავენ, როგორ აისახება რუსული კანონი რიგით მოქალაქეებზე. 

ამერიკული თუ ევრიპული ფონდების მხარდამჭერით წლების განმავლობაში ვაკეთებთ იმას, რომ უფროსი თაობიზ ხმა ისმოდეს მთელ საქართველოში. ეს ყველაფერი შევძელით უცხოური ფონდების მხარდაჭერით. შეურაცხმყოფელია ის რიტორიკა, რაც ახლა მთავრობას აქვს, რომ ეს არის უცხოური გავლენა, იმიტომ, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთივე თანასწორუფლებიანები, როგორებიც ისინი. თუნდაც პანდემიის დროს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ჩვენ უცხოური ფონების მხარდაჭერით და ტანხების მობილიზებით და მოქალაქეთა ჩართულობით 73 ახალგაზრდას მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ ონლაინ ჩართულიყო და არ შეეწყვიტა სწავლა, - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.  

მესამე სექტორში ამბობენ, რომ კანონი დევნილებსაც შეეხებათ.  

დასაქმებული ვარ ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს დევნილებთან, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან და ვაწვდით მათ სხვადასხვა სერვისებს. მაგალითად, როგორიც არის უფასო იურიდიული დახმარება და სამართლებრივი კონსულტაციები, როესაც გავცემთ მათზე საარსებო წყაროს შექმნის მიზნით და მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის გარკვეულ მცირე გრანტებს. მსგავსი სერვისების გახორციელება ძალიან გართულდება. შესაბამისად, როდესაც ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი არ შეეხება ფიზიკურ პირებს, პირიქით, ის შეეხება ფიზიკურ პირებსაც, - ამბობს არასამტავრობბო როგანიზაციაში დასაქმებული. 

კანონი ურტყამს მედიაორგანიზაციებსაც, იმ პლატფორმებს, რომლებიც დამოუკიდებელ საქმიანობას ახორციელებენ. 

ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ამ რეესტრში. თუკი არ დავრეგისტრირდებით, სახელმწიფო ერთ თვეში მოგვადგება და დაგვაჯარიმებს. ჯარიმა, რომელიც არის ამ კანონმდებლობით გაწერილი, არის საკმაოდ კოლოსალური - 25 ათასი ლარი თვეში. მოდით და ნახეთ რა პირობებში ვმუშაობთ, რუსთაველზე ორ ოთახში გვაქვს რედაქცია. შეუძლებელია ჩვენი ბიუჯეტის და შესაძლებლობების რედაქციამ მოახერხოს ამ ჯარიმების გადახდა. არც გადავიხდით და ჯარიმების არგადახდის შემთხვევაში ჯარიმები ჯარიმას დაემატება და , სავარუდოდ, მოხდება ლიკვიდაცია ან დაყადაღება ჩვენი ანგარიშების. ეს არის ბოლო ამ ყველაფრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდა, იმიტომ, რომ ეს არის საქართველო და არა რუსეთი, - ამბობს მედიის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები