"საცხოვრებელი სტუდენტებისთვის" - ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას აწყობენ
სტუდენტები სახელმწიფოს საერთო საცხოვრებლების აშენებას სთხოვენ. ამ მოთხოვნით აქცია - მსვლელობა ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს. ახალგაზრდები თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და ფეხით განათლების სამინისტროსკენ მიდიან. შეკრებილების თქმით, დედაქალაქში ბინის ქირის საფასური ძალიან ძვირია და საცხოვრებლის დაქირავება გამოწვევაა იმ ხელმოკლე ოჯახებისთვის, ვისაც სტუდენტი შვილი ჰყავს.
მაისის სტუდენტური მოძრაობა დღეს ვმართავთ მარშს საერთო სტუენტური საცხოვრებლისთვის. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს , ეს იქნება დევნილები, სოციალურად დაუცველები, გამოსახლების პირას მყოფი ხალხი თუ გამსოახლებულები და ა.შ. , - ამბობს პროტესტის მონაწილე.