დივერსია თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ექიმები ამ დრომდე ცდილობენ სასროლეთში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ადამიანების გადარჩენას. ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ორივეს ხეულზე სერიოზული დამწვრობები აქვს მიღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა ადგენს, რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება, ეს იყო დივერსია თუ საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს.
სამი გარდაცვლილიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.