ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო "აღიარება" - მთავრობამ ტროლ-ბოტების ქარხანა აამუშავა

07.04.24 20:28
ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო "აღიარება" - მთავრობამ ტროლ-ბოტების ქარხანა აამუშავა

 

 

ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო აღიარება -  რაჟდენ კუპრაშვილს ჯერ არაფერი გაუკეთებია, თუმცა მისი უწყების მიერ გამართულმა კონფერენციამ უკვე მოიპოვა საყოველთაო აღფრრთოვანება, განსაკუთრებით, პლანეტის აზიურ ნაწილში.

ანტიკორუფციული ბიუროს ერთმა პოსტმა სოციალურ ქსელში  26 ათასი მოწონება დააგროვა, მომწონებლების უმეტესება კი ინდოეთის და პაკისტანის მოქალაქეები არიან. სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლები უწერენ კუპრაშვილს გულებს და საქებარ კომენტარებს. 

რა ხდება რეალურად და რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილის უწყებასთან ინდოეთი და პაკისტანი? სინამდვილეში, მთავრობამ ტროლ-ბოტების ქარხანა ამჯერად ანტიკორუფციული ბიუროს დასახმარებლად აამუშავა. ხელისუფლება ტრადიციებს არ ღალატობს, როცა უჭირს, მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ყიდულობს და ამაში ათი-ათასობით ლარი იხარჯება.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები