8 აპრილი 15:00 საათი - პარლამენტი ხვალ რუსული კანონის განხილვას იწყებს

07.04.24 20:12
8 აპრილი 15:00 საათი - პარლამენტი ხვალ რუსული კანონის განხილვას იწყებს

 

 

8 აპრილი 15:00 საათი - საქართველოს პარლამენტი ხვალიდან რუსული კანონის განხილვას იწყებს. ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ოცნება" დაჟინებით ცდილობს, რუსული კანონების იდენტური კანონები საქართველოში მიიღოს და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციია შეაჩეროს. 

ვიდრე პარლამენტში განხილვები დაიწყება, "ქართულ ოცნებას" ბრძოლა სოციალურ ქსელში აქვს გამოცხადებული. მმართველი პარტიის წევრების და მათი მომხრეების ყველა სტატუსი, სადაც კრემლისტურ იდეებს პროპაგანდას უწევდნენ, ფეისბუქმა ყალბ ამბად გამოაცხადა და დაბლოკა. ანტიქართულ პროპაგანდაში პირადად არიან ჩართული ის დეპუტატებიც, რომლებიც ხვალიდან რუსული კანონის დაცვას აპირებენ საქართველოს პარლამენტში. ზოგიერთი დღეს იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სოციალური ქსელის მსოფლიო გიგანტი ფეისბუქი ქართულმა ოპოზიციამ მოისყიდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები