ახალგაზრდები, მოხუცები, შშმ პირები - ვის შეექმნება პრობლემები რუსული კანონის მიღების შემთხვევაში?
ბავშვები, ახალგზრდები, მოხუცები, პატიმრები, შშმ პირები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანების, ვისაც რუსული კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში პრობლემები შეექმნეებათ. რა იცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის თუ ივანიშვილის პარტია თავის მიზანს მიაღწევს და დემოკრატიული ინსტიტუტებიიის დემონტაჟს ერთი კანონის მიღებით დაიწყებს? ვის აცხადებს "ქართული ოცნება" უცხო ქვეყნის აგენტად?
აგენტებად გამოცხადებას მმართველი პარტია უპირებს მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე გიყვებათ, ასევე არასამთვრობო სექტორს. ორგანიზაციებს, რომლებიც დონორების დახმარებით ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანს ან დარღვეული უფლებების აღდგენაში ან, უბრალოდ, სწავლის დაფინანსებაში ეხმარებიან. ყველა, ვინც აგენტების რეესტრში საკუთარ თავს არ ჩაიწერს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი დააპატიმრებენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.