ქალი, რომელმაც ქმრის მკვლელობა დაიბრალა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი სასამართლომ დღეს პატიმრობიდან არ გაათავისფლა. არადა, დილიდან ადვოკატებს ჰქონდათ იმედი, რომ ნატო ხელაძეს საქმეში აღმოჩენილი ახალი გარეოებების გამოო გირაოთი გამოუშვებდნენ.
საგამოძიებო უწყებამ გაარკვია, რომ სამტრედიაში ახალგაზრდა კაცი არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, მაგრამ ძმის მიერ ჩადენილი დანაშაული დამ პოლიციელებს დაუმალა და ქმრის განზრახ მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო.
პროკურორი ქუთაისის სასამართლოში მოსამართლეს უმტიცებდა, რომ თუ ხელაძეს ციხიდან გამოუშვებს, ის ზეწოლას ოქროს მოწმეზე მოახდენს. ოქროს მოწმე არასწულოვანი ბავშვია, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოკლა ბიძამ დანით მამა. სწორედ მოზარდის მიცემული ჩვენებით გაიგო გამძიებამ, რა მოხდა რეალურად ორ აპრილს სამტრედიაში.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.