ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარეს პროცესია ჩანიშნული. დღეს დაკავებულმა ახალგაზრდამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უნდა მიმართოს, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება.
მოსამართლე ზვიად შარაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას მაქსიმალურად აჭიანურებს. არსებობს მოლოდინი, რომ როგორც კი საქალაქო სასამართლო გადაჩენს გამოაცხადებს, ლაზარეს საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს.
ლაზარეს ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და ახალგაზრდა რამდენიმე წლიან პატიმრობაში გაუშვას. მათი თქმით, ხელისუფლება ლაზარეს მხოლოდ იმიტომ, რომ სჯის, რომ ის მათ წინააღმდეგ წავიდა და რუსული კანონი გააპროტესტა.
მგონია, რომ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან ასე მიმდინარეობს ეს პროცესი ამდენი ხნის გაჭიანურებით. თანა ხლა დაერთო, ახლიდან შემოგვიგდეს ეს რუსული კანონი, გაგვაღიზიანეს ისევ. ყველა ვნერვიულობთ. დღესაც სასამართლოს დროს დაინიშნა ამ კანონის განხილვა და სავარაუდოდ, ამათთვის სიმბოლურია. სადამსჯელო ღონისძება ჩაატარა, ერთი პიროვნება სჭირდებოდათ, რომ აი, განტევების ვაცი, რომ ამ აქციების შეეწირა ეს ადამიანი და სხვა არარ გამოვიდეს. დადგება თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით, - ამბობს ლაზარეს დედა თამთა კალანდაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ ის სამოქალაქო აქტივისტებიც, ვინც მარტის აქციებზე ლაზარეს გვერდით იდგნენ. ისინი ამ ფორმით სამოქალაქო აქტივისტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. აქტივისტები პირდაპირ ამობენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ დასაჯა და მის დასახსნელად ყველაფერს გააკეთებენ.
ჩვენი თანამებრძლი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ის არის ერთგვარი იდეალური დამნაშავე რეჟიმისთვის, რადგან რუსული საუკეთესო ტრადიციების დაცვით სცადეს მისი დისკრედიტაცია პირველივე დღიდან და გამოაცხადეს დამნაშავედ. სინამდვილეში, ამით მათ აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდას გამოგვიცხადეს ბრძოლა ჩვენი შეხედულებების გამო, იმ თანამედროვეობის გამო, რომელიც გვაქვს, - ამბობს სამოქალაქო ატივისტი ნიკა ფარულავა.
შეგახსნებთ, ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს, 7-8 მარტის აქციების დროს დააკავეს. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანის დაწვას ედავება.