უმძიმესი კადრები ბათუმიდან - ნაგავსაყრელზე გადაყრილი ძაღლები (ვიდეო)

07.07.21 23:00
უმძიმესი კადრები ბათუმიდან - ნაგავსაყრელზე გადაყრილი ძაღლები (ვიდეო)

მოქალაქე ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში უმძიმეს ვიდეოს აქვეყნებს. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ბათუმის მერის დაკვეთით, ქალაქის იმიჯის შესანარჩუნებლად ძაღლები ქუჩიდან აჰყავთ და ნაგავსაყრელზე ყრიან. 

არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani ყველაზე სი** მერი ხარ ვინც კი გამიგია! ბათუმის მერია/Batumi City Hall რა სასაკლაო მოაწყვეთ! მსგავსი არავის არასდროს არ უკადრებია!

ბათუმის თავშესაფარს კიდევ ვერ ვნიშნავ, აიბოლიტი, თუ ჯანდაბა ქვია. სად ყანაში ისწავლეთ ოპერაციის გაკეთება გვერდიდან, რა ვერ განვითარდით, ფეხიდან აჭრით საშვილოსნოს ძაღლს??? და მერე ნარკოზიანს და ძაფებიანს ამ ჯოჯოხეთში აგდებთ?!! 

ყველამ იცოდეთ, ბათუმში რა ხდება! ქუჩებიდან ხიკავს ბათუმის თავშესაფარი, ბათუმის მერიის დაკვეთით და ყრის ნაგავსაყრელზე! ქალაქის იმიჯისთვის, ცოტა ძაღლი რომ გამოჩნდეს, მიყავთ და სასიკვდილოდ წირავენ! იქ ყველა ძაღლი მომაკვდავია და წამებით იხოცებიან! მომაკვდავები სიკვდილს ნატრულობენ! დედამიწაზე ჯოჯოხეთი მოაწყვეს!

იგივეს გისურვებთ თავშესაფრის ჩლუნგი ვეტერინარებიდან, თავშესაფრის დირექტორით და მერი, მერიის თანამშრომლების ჩათვლით ყველას! იმედია, როდესმე იგივე ტკივილს თქვენც გამოცდით, ნაბიჭვრებო!"– წერს მოქალაქე.