"არა რუსულ კანონს და არა პრორუსულ ქმედებებს" - შშმ პირები განცხადებას ავრცელებენ
შშმ პირების რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. საგანგებო ბრიფინგზე მათ პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთის მიზანს ქართული საზოგადოების დაბეჩავება და გატეხვა წარმოადგენს, რაც დაუშვებელია. შშმ პირების თქმით, სჭირდებათ ის მხარდაჭერა, რომელსაც მათ უცხოელი პარტნიორები უწევენ.
რუსეთს უნდა ქართული საზოგადოება განუვითარებელი, დაბეჩავებული და გატეხილი და თუ შიგნით არსებული სეგმენტებიც დაბეჩავდებიან ცალ-ცალკე, ბევრად გაუმარტივდებათ მათ ჩვენი სახელმწიფოს სატელიტად ქცევა.
შესაბამისად, ჩვენ, შშმ პირთა ნაწილს, არ გვსურს ნამდვილად ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ინვალიდები. არ გვინდა, გავხდეთ ინვალიდები, რადგან გვინდა, ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსთვის რაღაცები ვაკეთოთ და ამ შესაძლებლობისთვის ჩვენ გვჭირდება ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვაძლევენ. არა რუსულ კანონს და არა პრორუსულ ქმედებებს!", - აცხადებენ შშმ პირები.