სპეცოპერაციების სერია გორში - ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სპეცოპერაციების სერია გორში, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით პოლიციამ 5 პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა ისინი საკუთარ სახლებში აიყვანეს. მასშტაბური სპეცოპერაციები ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულები ამ დროისთვის შიდა ქართლის პოლიციაში იმყოფებიან.
პირველების ინფორმაციით დაკავებულები არიან: ალექსანდრე არჩვაძე, შმაგი ლაღუნდარიძე, ლადო ჩალაური, ლევან დათიაშვილი.